ევროკომისიის შემდეგ შემადგენლობაში, სხვა თანამდებობებთან ერთად, გაფართოების საკითხში მუდმივი კომისარიც იქნება.

ამის შესახებ ევროკომისიის მოქმედმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, სლოვენიაში სიტყვით გამოსვლისას.

„ვინაიდან აუდიტორიაში ბევრი ჩვენი მეგობარია [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატი ქვეყნებიდან, ძალიან მკაფიო ვიქნები. მინდა, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი მუშაობა. შემდეგ კომისიაში, გაფართოების საკითხი სრულგანაკვეთიანი საქმე უნდა იყოს. ამიტომაც, დავნიშნავ კომისარს გაფართოების საკითხებში. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა.