სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე უკრაინაში საბრძოლველად წავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. აქტივისტის თქმით,  უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა და ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც სწავლებას გადის:

„მოგესალმებით უკრაინიდან. შევუერთდით ქართულ ლეგიონს. ამჟამად ვიმყოფები კიევში და გავდივარ სწავლებას. დიდება საქართველოს🇬🇪 Слава Украине“ — წერს ცეცხლაძე.

სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ უკრაინის მხარდამჭერ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას ახალგაზრდების პროტესტის ორგანიზებაში იყო ჩართული.  „დაფიონის“ერთ-ერთ თანადამფუძნებელის, 18 წლის  ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურა ცეცხლაძეს შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ. გარდა ამისა, ახალგაზრდული მოძრაობა აცხადებდა, რომ მათი გუნდის წევრებს ყოველდღიურად ატერორებენ.