ავტომობილის მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინა გვერდითა მინის დამუქება, უწყების ნებართვის გარეშე, 60%-მდე იქნება შესაძლებელი. ცვლილება დღეიდან, 3 ივლისიდან შედის ძალაში.

აქამდე მოქმედი წესით წინა გვერდითა მინების დამუქება, ნებართვის გარეშე, მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი.

ცვლილება არ შეხებია მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს. მათი დამუქება კვლავ 75%-მდე იქნება შესაძლებელი.