უკრაინელმა სამხედროებმა წინ წაიწიეს ნოვოდანილოვკა-ვერბოვოს [ზაპოროჟიე] მიმართულებით, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროები იკავებენ პოზიციებს და არტილერიულ ცეცხლს უხსნიან მოწინააღმდეეგის სამიზნეებს.

გენერალური შტაბის ცნობითვე, ქვეყნის აღმოსავლეთით რუსული ძალები შეტევაზე გადასვლას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად, ხოლო ბახმუტის სამხრეთით უკრაინული ძალები წინ მიდიან.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსები განიცდიან დიდ დანაკარგებს პირად შემადგენლობაში, შეიარაღებასა და ტექნიკაში და აქტიურად იყენებენ სარეზერვო დანაყოფებს.