56 წლის ასაკში გარდაიცვალა ირლანდიელი მომღერალი შინეიდ ო’კონორი.

„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ ჩვენი საყვარელი შინეიდის გარდაცვალებას. მისი ოჯახი და მეგობრები განადგურებული არიან და ესოდენ რთულ დროს განმარტოებას ითხოვენ“, – ციტირებს „აირიშ თაიმსი“ ოჯახის განცხადებას.

კარიერის განმავლობაში ო’კონორმა ათი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მისი ქავერი სიმღერა Nothing Compares 2 U [„შენ ვერაფერი შეგედრება“] 1990 წელს ნომერ პირველ სინგლად დასახელდა.