უკრაინა, დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის მიიღებს F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატკომის კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

„დიდი ალბათობით, F-16-ები უკრაინაში წლის ბოლომდე ჩავა. თუმცა არ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლა“, – თქვა კირბიმ.

მისივე მოსაზრებით, ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის წარმატებისთვის საარტილერიო ჭურვების დიდი რაოდენობაა.

F-16-ების, – რომელთა გადაცემასაც უკრაინის ხელისუფლება საკმაო ხანია იხოვს, – პილოტები, რომლებსაც ამ თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, უკრაინას ამ ეტაპზე არ ჰყავს. ზოგიერთმა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა მათ გასაწვრთნელად, თუმცა, როგორც კიევში ამბობენ, წვრთნები ჯერ არ დაწყებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის განცხადებით, პილოტთა პირველი ჯგუფი წვრთნებზე მალე გაემგზავრება.