თბილისის ზღვაში მაშველებმა, სამძებრო სამუშაოებისას, ცხედარი აღმოაჩინეს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ეს არ არის ლუკა ლაცაბიძის ცხედარი.
ორი დღის წინ მისი პირადი ნივთები ზღვასთან იპოვეს. ლუკას უკვე მესამე დღეა, ეძებენ. თუ მის შესახებ რამე ინფორმაციას ფლობთ, დაუკავშირდით ან 112-ს, ან მის ახლობლებს – 577015945.
