რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც უკრაინის ჯარში იბრძვის, ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა.
„დაბრუნებიდან პირველივე საბრძოლო გასვლაზე, დესანტირების დროს, არტილერიული ცეცხლის ქვეშ მოვყევი. [ჯავშანმანქანა] „ბრედლიმ“ კვლავ გადაგვარჩინა. სამნი ვართ დაჭრილი, ძირითადად, ანასხლეტებით. სახიდან უკვე ამომიღეს, ხოლო უფრო პატარები, ხელებსა და ფეხებში, სამუდამოდ დარჩება ჩემთან. სხვებიც კარგად არიან“, – წერს იგი.
სენცოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე შეუერთდა. ომის დროს მას აგრეთვე კონტუზიაც ჰქონდა მიღებული.
2015 წელს სენცოვი ყირიმში დააკავეს – მან „ყირიმის რუსული თემისა“ და მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ დროშები დაწვა. რეჟისორს ტერორიზმში დასდეს ბრალი და ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2019 წელს, უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლისას, იგი სამშობლოში დაბრუნდა.
