ზესტაფონი-თერჯოლის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მათივე ცნობით,  შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფოტო: ფორმულა