დილით რუსეთის ოკუპირებულ მელიტოპოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი პირი, რომელიც რუსულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, ხოლო კიდევ ერთი პირი მძიმედ დაიჭრა, იუწყება პრო-უკრაინული გამოცემა „რია მელიტოპოლი“.
ორივე დაშავებული სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა. დაიღუპა ალექსანდრ მიშენკო, ხოლო დაჭრილია იური აკიმოვი.
„რია მელიტოპოლი“ აგრეთვე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც მამაკაცი [გამოცემის ცნობით – პარტიზანი] ამბობს, რომ სიკვდილი ელის უკრაინის ყველა მოღალატეს.
„მორიგ ჯერზე ვაფრთხილებთ უკრაინის ყველა მოღალატეს, რომელსაც მორალური ორიენტირები არ აქვს: ბიჭებო, როგორც საშინელებათა ფილმში, დანიშნული პუნქტი ერთი გაქვთ – საცხედრე“, – ამბობს მამაკაცი.
