თეატრისა და კინოს მსახიობი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.

მას ნათამაშები აქვს არაერთ ქართულ ფილმში, მათ შორის: “ხევისბერი გოჩა”, “აბესალომ და ეთერი” და “ენგურის ნაპირებზე”.