დღეს, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურამანბეკ ბაკიევის მომხრეებსა და პარტია “ატა მაკენს” შორის, რომელიც დროებით მთავრობას უჭერს მხარს, შეტაკება მოხდა.

რია ნოვოსტი, სააგენტო ’24კგ’-ზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით , როგორც ერთი, ასევე, მეორე მხრიდან სროლა ისმოდა. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელიც სასწრაფო მანქანით  საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიტინგის მონაწილეები ერთმანეთს ქვებს და ჯოხებს ურტყამდნენ.

აპრილის დასაწყისში, მასობრივი გამოსვლების შედეგად, ქვეყნის სათავეში დროებითი მთავრობა მოვიდა. თუმცა, სიტუაციის რეგულირება ვერ ხერხდება და გამოსვლების ახალი ტალღა, ამჯერად, ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების მხრიდან იწყება.

ბაკიევის მომხრეები დროებით მთავრობას დაპირდნენ, რომ ჯალალაბადში  10 ათას ადამიანს შეკრებდნენ. ისინი დილიდან ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრიბნენ.

ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, საიდანაც ყურამანბეკ ბაკიევი არის წარმოშობით, მისმა მომხრეებმა სამი ადმინისტრაციული ცენტრი აიღეს.

დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენები, ბაკიევის რევანშია. ქალაქ ოშში დროებითი მთავრობის წარმომადგენელი გაემგზავრა, სიტუაციის დასარეგულირებლად.

როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა, თუმცა ბაკიევის მომხრეები შეკრებას ისევ გეგმავენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *