ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში იბრძვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დააჯილდოვა.

“არ აქვს მნიშვნელობა, მტერს საქართველოში ეომები თუ უკრაინაში. მადლობა თქვენ”, — წერს რუხაია სოციალურ ქსელში და ჯილდოს ფოტოს აქვეყნებს.

რუხაია 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის ვეტერანია. 2021 წლიდან დღემდე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილედ საქმიანობს.