სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება
Azatutyun.am -ის ცნობით, დღეს, 16 მაისს, ერევანში დაუმორჩილებლობის აქციის ფარგლებში საავტომობილო მსვლელობის ის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც პოლიციის ცნობით, ქალაქის ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილებას ხელს უშლიდნენ.
გამოცემის ინფორმაციითვე, დაკავებული 90-ზე მეტი მოქალაქე პოლიციის განყოფილებებში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული ოპოზიციის დაუმორჩილებლობის აქციებზე 1 მაისის შემდეგ პოლიციამ ასობით მომიტინგე დააკავა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდა ასაკის კაცია. ყველა მათგანი პოლიციამ რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლა. სომხეთში ოპოზიციის აქციები გრძელდება.
დაუმორჩილებლობის აქციები სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით
ქუჩის აქციები სომხეთში ოპოზიციამ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღის საკითხზე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთისგან მოითხოვს თამასის დაწევას ყარაბაღის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ოპოზიციის მტკიცებით, ფაშინიანის მთავრობა გეგმავს, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიაროს და, შესაბამისად, მოქალაქეებს მოუწოდებენ, ფაშინიანის გადაყენების გზით ხელისუფლების განზრახვას ხელი შეუშალონ.
44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ გაფორმებულა. სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, სხვა მოთხოვნების პარალელურად, აზერბაიჯანი უარს ამბობს ყარაბაღელი სომხების რაიმე განსაკუთრებული სტატუსის შესახებ მსჯელობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ხედვაში ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები გახდებიან. ამ საკითებზე მსჯელობა სომხური ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ მწვავე კრიტიკას იწვევს.
ასევე:
-
ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება
-
სომხეთში რუსეთიდან შავი ჭირის გავრცელების პრევენციისთვის კომისია შეიქმნა
-
სომხეთის კულტურის დღეებისთვის საქართველოს ეწვია სომხეთის კულტურის მინისტრი
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა – სხდომა შეწყდა
-
13.10.2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
-
13.10.2026
თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
-
13.10.2026
სამოქალაქო აქტივისტს მანდატურის შეურაცხყოფას ედავებიან
-
13.10.2026
ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI
-
13.10.2026
ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, სომხეთი „მეორე უკრაინა“ არ გახდება
-
13.10.2026
იაპონური UD Trucks საქართველოშია – ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
