პარტია “ალიანსი საქართველოსთვის” დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დამატებით რესურსს წინასაარჩევნოდ მედიის მონიტორინგზე გამოყოფენ.
დახურული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში, ალიანსს საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვს.
“მთავარი რაზეც ვთანხმდებით არის ის, რომ უნდა იყოს ძალიან სერიოზული მონიტორინგი, საქართველოში მედიააქტიურობაზე ამ კუთხით ევროკავშირი და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გამოყოფენ დამატებით რესურსებს.”-აცხადებს ალასანია.
მონიტორინგის თემის წინა პლანზე წამოწევის მიზეზი იმედის იმიტირებული “ქრონიკა” იყო. ალასანიას თქმით გადაცემამ საქართველოს იმიჯი შელახა. ასევე მან აღნიშნა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მწვავე განცხადებები გააკეთა გადაცემასთან დაკავშირებით.
