უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსიი არესტოვიჩმა ახსნა, თუ რატომ არ ბომბავს უკრაინა რუსეთის მოსაზღვრე ქალაქებს, მიუხედავად ამის ტექნიკური შესაძლებლობის არსებობისა.

იუთუბ-გადაცემის, „ფეიგინ ლაივის“ წამყვანმა არესტოვიჩთან ინტერვიუში აღნიშნა:

„ისმოდა კითხვები… რომ მიდის ომი უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო დიდი რუსული ქალაქები, რომლებიც საზღვართანაა, არ იბომბება უკრაინის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ეს შეუძლია. ეს ხომ ტექნიკურად შესაძლებელია?“

არესტოვიჩმა უპასუხა:

„ [დაბომბვა] არანაირი პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, ამ ეტაპზე ბოლომდე გარკვეული არაა, ვუშვებ, რომ ტოჩკა იუ-თი [ტაქტიკური სარაკეტო სისტემა] გავისროლეთ, რომელიც ან დონეცკთან ჩამოაგდეს, ან ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ჩვენ არ ვესვრით ბელარუსულ ან რუსულ ქალაქეებს, საიდანაც ჩვენ გვიხსნიან ცეცხლს. ეს ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. არ მივცემთ [რუსეთს] არანაირ შანსს, აგრესიაში დაგვადანაშაულოს“.