იმის ფონზე, რომ რუსეთის საფონდო ბირჟა კვლავ დახურულია, რუბლის ღირებულება ერთ ცენტს ჩამოსცდა, დასავლური ბიზნესი კი ქვეყანას მასობრივად ტოვებს და არაერთი ქვეყნის მთავრობამ მკაცრი სანქციები დააწესა, საინვესტიციო ბანკი JP Morgan აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის დეფოლტის რისკი იზრდება.

JP Morgan-ის განცხადებით, „რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის მთავრობის“ დეფოლტის ალბათობა, – ალბათობა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა ვალის გადახდას ვერ შეძლებს.