რუსეთში უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 6400-მდე ადამიანი დააკავეს, – იუწყება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR).

UNHCR რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი.

24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ქალაქებში პუტინის ხელისუფლების მხრიდან უკრაინაზე თავდასხმას მოქალაქეთა ნაწილი აქციებით აპროტესტებს.