ფიფამ და უეფამ რუსეთის ნაკრების გუნდები და საფეხბურთო კლუბები ყველა ჩემპიონატიდან მოკვეთეს. მიზეზი არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს ვეღარ ითამაშებს მარტში, ხოლო ქალთა ნაკრები ზაფხულში ვერ გამოვა ევროპის ჩემპიონატზე.

გარდა ამისა, მოსკოვის სპარტაკი მოკვეთეს ევროპა ლიგის გათამაშებიდან.

გადაწყვეტილება დროებითია და დაამოკიდებულია უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებაზე.