ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე, სახლი ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად სახლში არავინ იმყოფებოდა მისი ავარიულობის გამო.

ნეტგაზეთს თბილისის მერიაში დაუდასტურეს, რომ არავინ დაშავებულა. ამასთანავე, უწყება ამბობს, რომ სახლიდან უკვე გაყვანილი იყო მოსახლეობა — 11 ოჯახი ქირით გადავიდა, ორმა ოჯახმა კი ქირაზე უარი თქვა.

მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ 2 ოჯახს ხელახლა შესთავაზებენ ქირით გასვლას.

მთავარი ფოტო: „მთავარი არხი“