“როცა ივანიშვილი იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე უსაფრთხოების ზომები იქნება გატარებული”,- განაცხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ დღეს, 29 ნომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. ადგილზე შეკრებილი არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. თუმცა, სხვა პროცესებისგან განსხვავებით, მოქალაქეებს, ჟურნალისტების ჩათვლით, სასამართლოს ეზოშიც არ უშვებენ.
“სახელმწიფო იღებს უსაფრთხოებას საკუთარ თავზე და უნდა ვაცალოთ, როგორც თვლის საჭიროდ, ის ღონისძიებები გაატაროს. აქ დარღვევას ვერ ვხედავ, მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. ასევე კარგია, რომ ამას უყურებს ბიძინა ივანიშვილი. ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება გატარაბული, ოღონდ ამდენი ხალხი არ მოვა მის მხარდასაჭერად”, — განაცხადა გვარამიამ.
