პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალური შეხვედრა მასსა და ჩინელ ბიან ძინს შორის დღეს, 25 აგვისტოს შედგა.

„’ფინალამდე ნინა თიბილაშვილმა (A კატეგორია, ხმალი) ჯგუფური ეტაპი 2-2 მოგება-წაგებით დაძლია, 1/8-ფინალში იტალიელ ლორედანა ტრიგილიას (15:9), ხოლო 1/4-ფინალში უკრაინელ ნატალია მორკვიჩს (15:13) მოუგო.

ნახევარფინალში მან ასევე უკრაინელ ევგენია ბრეუსის სძლია – 15:12″ — აღნიშნავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ფინალში თიბილაშვილი 7:15 დამარცხდა ჩინელ ბიან ძინთან და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

თიბილაშვილი გახდა პირველი ქართველი პარალიმპიელი ქალი, რომელმაც პარალიმპიურ თამაშებზე მედლის მოპოვება შეძლო.