სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ოსურმა მხარემ თბილისს გადასცა საქართველოს მოქალაქე, ალან ჯაფარიძე, რომელიც რუსმა სამხედრროებმა 2021 წლის 10 იანვარს “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს.

ოსური მხარის ცნობითვე, საქართველოს მოქალაქე დღეს, 14 მაისს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გაასამართლა და პირობითი სასჯელი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა”.

ცხინვალის ინფორმაციით, ალან ჯაფარიძე დღეს ქართულ მხარეს გადასცეს.

ქართულ მხარეს არც ალან ჯაფარიძის დაკავების და არც დღევანდელი გათავისუფლების ფაქტზე განცხადება არ გაუვრცელებია.