პოლიციამ ცრემლსადენი საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა ენმ-ის ოფისის შტურმისას, სადაც ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა. ნიკა მელია ცოტა ხნის წინ (08:54) დააკავეს.

სპეცრაზმი ენმ-ის ცეტრალურ ოფისში რამდენიმე ადგილიდან, მათ შორის, სახურავიდან შევიდა. ენმ-ის ოფისის შიგნიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმმა შენობაში ცრელმსადენი გაზი გამოიყენა.

ნიკა მელია დააკავეს. ნეტგაზეთის რეპორტიორების ცნობით, დაკავებული არიან სხვა ადამიანებიც.

მთავარი ფოტო: სპეცრაზმი იყენებს წიწაკის სპრეის ენმ-ის ოფისში/”მთავარი არხი”