“მთავარი არხის” განცხადებით, მარნეულში მათ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ტელეკომპანიის თქმით, ჟურნალისტ თავი აქვს გატეხილი, ასევე დაზინებულია არხის კუთვნილი აპარატურა.

მთავარი არხის გადამღები ჯგუფი მარნეულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ცემის ფაქტს აშუქებდნენ. ენმ-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მყოფ რამდენიმე პირს. პარტია თავდასხმაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქველიძეს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.