შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროსთან აქცია იმართება. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რამაზ პავლიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, მისი შვილი 3 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა ამ დრომდე მისი შვილის საქმე გამოძიებული არ არის.
“მოვითხოვ მინისტრთან შეხვედრას, აქ მიმდინარეობს ჩემი შვილის საქმის გამოძიება. 3 წელი ხდება აგვისტოში [შემთხვევიდან], ტელეფონზე არ მპასუხობენ პროკურორი და გამომძიებელი”, – განუცხადა პავლიაშვილმა ჟურნალისტებს.
ადგილზე მყოფი ერთ-ერთი სამართალდამცავის თქმით, ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ რამაზ პავლიაშვილს აუცილებალად შეხვედბიან და გაესაუბრებიან უახლოეს მომავალში. თუმცა, როგორც სამართალდამცავმა ჟურნალისტებს განუმარტა, კონკრეტული ვადა არ იცის. აქციაზე ასევე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
