10 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 428 და გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელდა 775 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით 14103 ადამიანია ინფიცირებული. ჩატარებულია 73156 ტესტირება.


6 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ორი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ რეანიმაციებში ადგილები აღარ არის.

მანვე განაცხადა, რომ ამჟამად Covid-19-ით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდებოდა ჰოსპიტალიზაციაზე რიგს, რადგან კლინიკებში ადგილები აღარ აქვთ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ჩვენი დღევანდელი სისტემა ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებში იმ პაციენტების მოთავსება, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ“, – თქვა მან.