“თვითნებური მშენებლობა პრობლემაა არა მხოლოდ დედაქალაქისთვის, არამედ მთელი აფხაზეთისთვის. ამას გარდა საკითხები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას, არის სართულების რაოდენობა და მიმდინარე მშენებლობების ფასადი. ყველა ეს საკითხი ქალაქმშენებლობის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს”- განაცხადა დედაქალაქის არქიტექტურისა და მშენებლობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტამარა ლაკრბამ “აფსნიპრესთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ უნდა იყოს შენობები, რომლებიც 16 მეტრზე მაღალია, მაგრამ ვინაიდან კანონი დამტკიცებული არ არის, კანონიერი საფუძველი მშენებლების შესაჩერებლად არ არსებობს.
“ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია, ეს ეხება როგორც ფასადს, ასევე შენობების სტილს. ამიტომ, რაც შეიძლება, სწრაფად გვესაჭიროება ქალაქმშენებლობის კოდექსი”,- ამბობს არქიტექტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვახტანგ კვარანძია.
ქალაქმშენებლობის კოდექსს ხვალ, 8 ივლისს პარლამენტის სესიაზე განიხილავენ.
|
|
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |
|
|
