“რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროჯგუფის ზოგიერთ მონაწილესა და “პარტნიორს” ჩემი ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში არ სურთ. ამ მიზეზის გამო მე ვტოვებ ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დღეს”, – წერს იანის ვარუფაკისი თავის ბლოგზე.

 

იანის ვარუფაკისი წერს, რომ გააგრძელებს პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის მხარდაჭერას.

 

გუშინ, 5 ივლისს საბერძნეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა კრედიტორების მიერ შემოთავაზებულ პირობებს?, რაზეც მოსახლეობის 61%-მა უარი განაცხადა.

 

ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთისგან ფინანსური რეფორმებს მოითხოვენ. ეს რეფორმები პენსიებზე ნაკლები ფულის ხარჯვასა და საგადასახადო საკითხებს შეეხება, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება. მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რეფერენდუმზე ზემოხსენებულ პირობებს არ დათანხმდნენ, მეორე მხრივ, BBC-ის ინფორმაციით, თუ ქვეყანა შეთავაზებულ რეფორმებზე უარს იტყვის, შესაძლოა ევროზონის დატოვება მოუწიოს.

იანის ვარუფაკისი ხმას აძლევს 5 ივლისის რეფერენდუმზე. (C) EPA/MICHAEL KAPPELER  05.07.2015
იანის ვარუფაკისი ხმას აძლევს 5 ივლისის რეფერენდუმზე. (C) EPA/MICHAEL KAPPELER 05.07.2015

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *