რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასტუმრო „რადისონთან“ არასრულწლოვანზე ჯგუფურად იძალადეს. ტელეკომპანია ამ ინფორმაციასან ერთად ვიდეოსაც აქვეყნებს, სადაც ჩხუბი მართლაც ჩანს. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ძალადობაში მონაწილეობდნენ „რადისონის“დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ამ ინფორმაციას თავად სასტუმროში უარყოფენ და ამბობენ, რომ კადრებში არცერთი მათი თანამშრომელი არ ჩანს.

რაც შეეხება შსს-ს, უწყებას ნეტგაზეთში დაუდასტურეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სხვა დანარჩენი დეტალების შესახებ უწყებაში არ საუბრობენ, მათ შორის, არ ამბობენ იმასაც, იყო თუ არა დაზარალებული არასრულწლოვანი.