ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს.

ფრაქცია, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა, 6 დეპუტატს აერთიანებს: მარიამ ჯაშს, ლევან კობერიძეს, გედევან ფოფხაძეს, ზვიად კვაჭანტირაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილს.

როგორც ცნობილია, საარჩევნო საკითხებზე მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით იმართება. მომდევნო შეხვედრა 15 დეკემბერს უნდა გაიმართოს.