ჰოლდინგ „ალ რავაჰედ ჰოლდინგის”კომპანიის წარმომადგენლები თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრ სულხან ისაედ ალ მანსურთან ერთად იმყოფებიან.
„ალ რავაჰედ ჰოლდინგი” დაინტერესებულია ინვესტიცია ჩადოს მარცვლეული კულტურების, ბოსტნეულის, თხილისა და რძის პროექტებში”- აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაცია თბილისში 18 მაისს ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში 19 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომელშიც თბილისში ვიზიტად მყოფი არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციისა და საქართველოში მოქმედი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ბიზნეს-ფორუმს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, არაბთა გაერთიანებული საემიროების ეკონომიკის მინისტრი სულხან ისაედ ალ მანსური და მინისტრის მოადგილე აბდულა ალ საალე ესწრებოდნენ.
