“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ რატომ უკეთია ლენტი, რომელმაც საქართველოში ბევრი ადამიანი გააღიზიანა, ბერიძემ უპასუხა:
“ვინ, რა გააღიზიანა, ეგ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, პატივი უნდა ვცეთ ისტორიას სრულიად, ანუ ნაწილ-ნაწილ არჩევით არა. რუსეთი არის საქართველოს მტერი თუ არა, გპასუხობთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ქართველის მტერი არის და საქართველოს მტერი არის და რუსეთში ბევრი მეგობარი საქართველოსი. ოკუპენტი არის -არ არის, მაგით მე აზრს ვერ ვხედავ, რომ ვიმტვრიოთ თავი, ახლა სწორი პასუხი როგორ შევარჩიოთ. მთავარი არის, ჩვენ კონსტრუქციულად წავიდეთ ურთიერთობის დარეგულორებისკენ. პირველ რიგში საქართველოს ჭირდება, შემდეგ უკვე ვნახოთ, როგორ”.
ნოდარ ბერიძე არის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის სამშვიდობო ველოტურის ორგანიზატორი და ერთ-ერთი მონაწილე. ჯუმბერ ლეჟავას სახელობის №4 ველოტური “კავკასია მშვიდობისათვის” სტარტს დღეს, 9 მაისს, თბილისიდან, ვაკის პარკიდან იღებს და გაგრძელდება 6 ივნისამდე. კერძოდ, ველოტურის მონაწილეები 2100 კმ-ს გაივლიან და მოიცავენ შემდეგ ქალაქებს: ერევანი, ევლახი, დერბენტი, მახაჩკალა, გროზნო, ნალჩიკი, ვლადიკავკაზი, მცხეთა, თბილისი.

