პრეზიდენტი ფორმალურად წარადგენს მთავრობას. პრეზიდენტს არ აქვს უფლება შეცვალოს მთავრობის წევრი ან პრემიერ-მინისტრის სხვა კანდიდატურა წარადგინოს, არსებული პრემიერ-მინისტრის და მისი მიერ დანიშნული მთავრობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს ნდობის მისაღებად.
ვის უნდა შეუთანხმოს ეს კანდიდატურები, რაში გვჭირდება პრეზიდენტის მიერ წარდგენა საერთოდ?
პირველ ეტაპზე შეთანხმება არ არის აუცილებელი. პირელ ეტაპზე წარადგენს იმ მთავრობას, რომელიც მოცემული მომენტისთვის არსებობს. აუცილებელია პრეზიდენტის მონაწილეობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ პრეზიდენტს არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის შეცვლის უფლება აქვს და არც რომელიმე მინისტრის.
სად წერია, რომ არ აქვს ამის უფლება?
კონსტიტუციაში არ წერია ის, რომ არ აქვს ამის უფლება, მაგრამ კონსტიტუციაში რამდენიმე დებულებაა, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლებას, მაგალითად, როდესაც ორი კანდიდატია დასახელებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, პრეზიდენტს ცალკეულ შემთხვევაში არჩევის უფლებაც აქვს, ასევე უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია ვეტო დაადოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას.
რადგან ეს უფლება ამ შემთვევაში არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ავტომატურად უნდა დათანხმდეს კანდიდატურას?
კი, ავტომატურად უნდა დათანხმდეს. თუკი პარლამენტი წარმატებით ვერ გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, პრეზიდენტი ვალდებულია დაითხოვოს პარლამენტი. პრეზიდენტს სხვა არჩევანს კონსტიტუცია არ უტოვებს.
ამ მდგომარეობით აქვს თუ არა მთავრობას უფლებამოსილება შეჩერებული?
ძალიან სადავო საკითხია. ფაქტი არის ის, რომ თუკი ერთი კვირის ვადაში ეს მთავრობა პარლამენტის ნდობას ვერ მოიპოვებს, ის შეასრულებს თავის უფლებამოსილებას, სანამ პარლამენტი ახალ მთავრობას არ აირჩევს. უფლება-მოსილებას ისინი ახორციელებენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან. ეს არის ტექნიკური მთავრობის მომენტი, მთავრობას, რომელსაც ლეგიტიმაცია ჭირდება პარლამენტისგან. თუმცა არც ერთი მინისტრი ნდობის მოპოვებამდეც არ არის არანაირ უფლებამოსილებაში შეზღუდული.
განასხვავებენ ტერმინებს და ამბობენ, რომ მთავრობა არ არის უფლებამოსილებაშეჩერებული და ის არის ნდობის არმქონე. რას ნიშნავს ნდობის არმქონე მთავრობა?
ეს არის სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობა, რომელიც დროებით ასრულებს თავის მოვალეობას და ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
