“მე არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ვერ გავაკეთეთ, ან არასწორად გავაკეთეთ. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ საარჩევნო კოდექსის თემა არ შევცვალეთ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მე ვრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ახლა, როდესაც ოპოზიციაში ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ამ თემას წერტილი დაესვას და საქართველოს ნორმალური საარჩევნო გარემო ჰქონდეს”, – განაცხადა ბაქრაძემ.
მაჟორიტარული წესის გაუქმებას არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილიც ითხოვს.
