10:00 – საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციული ბრიფინგი ჩატარდება.
10:00 – სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ ეროვნული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება. ფორუმი იმართება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს თანამშრომლობით.
11:00 – ქვემო ქართლში, სოფელ იმირში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე,სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ წარმომადგენლები ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს მოინახულებენ.
12:00 – “პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ორგანიზაციის სახელზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, სპეცილურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03
13:00 – “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
15:00 – სპორტულ კომპლექსში „არენა2“ „შავფაროსნები“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან ერთად, რომის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. მის: უნივერსიტეტის ქ. #2
