“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით. მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი მზად არის უმასპინლძოს ბიძინა ივანიშვილს და 2030-ის ანალიტიკოსებს საუთარი საცხოვრბელი ფართების დეტალურად დასათვალიერებლად ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით ნებისმიერ დროს. შესაძლებელია დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენციაც მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი”, – განაცხადა აბაშიშვილმა.


2014 წლის დეკალარაციის მიხედვით, მარგველაშვილი ორ სახლს ფლობს: დუშეთში და თბილისში.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევამდე გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას. მან მუშაობა დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც დროებით გამოუყვეს ფართი. შენობა, რომელიც ათონელის 25-ში მდებარეობს, თავდაპირველად მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ შენობაში მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენცია.

 

 

 

თუმცა მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, ათონელის 25-ში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა. შენობის რემონტი და ავეჯით აღჭურვა დასრულებულია.

 

 

 

გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრისგან მოისმინა აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ამ შენობაში შეიძლება მთავრობის გადაწყვეტილებით შეასახლონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობა ამ შენობის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.

 

 

 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის ადგილას იგი ათონელის რეზიდენციაში გადავიდოდა. ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი პრეზიდენტს მოუწოდა, რომ თამაშის წესებს დაექვემდებაროს.


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *