“პანკისის ხეობის მიმართ ასეთი აბსოლუტურად არაბუნებრივი ისტერიკის ფონზე ამ თემების გაშუქება არის ყოვლად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. მე კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ, რომ კარგად გაიაზროთ, თუ რა თემებით ვძაბავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

 

პანკისის ხეობისა და იქ მაცხოვრებლების მიმართ დამოკიდებულება წინა მთავრობის დროს იყოს აბსოლუტურად გულგრილი, ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ და თუ ორი-სამი ადამიანი იქ ცდილობს რამდენიმე ახალგაზრდის სირიაში გადაყვანას, ამას სამართალდამცავები მიხედავენ და მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით ხდება მუშაობა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პანკისის ხეობიდან გაუჩინარდა ორი ახალგაზრდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი სირიაში წავიდნენ. არასრულწლოვანმა ყალბი დოკუმენტით მოახერხა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. ამას გარდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პანკისის ხეობიდან ახალგაზრდები სირიაში გადავიდნენ ISIS-ის რიგებში საბრძოლველად, ხოლო 10-მდე მათგანი “ისლამური სახელწმიფოსთვის” ბრძოლაში დაიღუპა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *