“ინტერნეტის საშუალებით ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს განხილვის თემა. მე, მაგალითად, მხარს დავუჭერდი სრულად აკრძალვას”, – განაცხადა საგანელიძე,


უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ტყემალაძის თქმით კი, სამორნიეები ქვეყანაში ცოტა უნდა იყოს და ისიც, არა საქართველოს მოქალაქეებისათვის:

 

“თუკი ამ სამორნიეებმა უნდა იარსებობს, მაშინ უნდა იარსებოს რაც შეიძლება ცოტამ და საქართველოს მოქალაქეები იქ არ უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ეს ტურისტებზე უნდა იყოს გათვლილი”, – უთხრა ტყემალაძე მაესტროს.


მისივე თქმით, გუნდში ამ საკითხზე ჯერ პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს.


სათამაშო ბიზნესის რეგულირებაზე ილია მეორემ ისაუბრა სააღდგომო ეპისტოლეში:


 

“შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, – სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ ის იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.

 

თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.
კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა. . .  ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი”, – ნათქვამია ეპისტოლეში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *