09:30 პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კონფერენცია – “განათლება და კულტურა: მართლმადიდებლური ტრადიციის ძირითადი ელემენტები” გაიხსნება.

10:00 პარლამენტში, ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ლეიკემიით დავადებული პაციენტებისთვის დონორთა აქცია – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” გაიმართება.
თბილისი, ოთახი N638

10:30 საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრები მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
მის.: გენერალ კვინიტაძის ქ. #20

 

10:30 სასტუმროში “ჰოლიდეი ინნ” პროექტის “მამხილებელთა დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართება, რომელზეც მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

11:00 გაფორმების ეკონომიკურ ზონა ,,თბილისი 2-ში”, ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (ჭჩO) მხარდაჭერით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტი – კონტეინერების კონტროლის ახალი დანაყოფი გაიხსნება.
მის: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (სავაჭრო ზონა- ,,ლილოს” მიმდებარე ტერიტორია)

11:00 პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

11:00 სააგენტო “მარშალ პრესის” პრესკლუბის პირველი სტუმარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე იქნება.
თემა: ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასება.
მის: ზ. ფალიაშვილის ქ. #14

11:00 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პოლიციელის მკვლელობა, “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვა, “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება.

11:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართული

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, განათლებისა და კულტურის, იურიდიულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თემა: თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

12:00 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

12:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

12:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს და ბათუმის მოსახლეობაში უფასოდ გაავრცელებს სპეციალურ გაზეთს ,,გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში”.
მის.: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ.#8/10

12:05 პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის დირექტორს მაიკლ ჯორჯ ლინკს შეხვდება.
თბილისი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის სათათბირო ოთახი

12:30 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩა დუშას შეხვდებიან.
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ბრიფინგს გამართავს.
თემა: “უდესიანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში”, პოლიტიკური პროცესები.

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

13.00 ჭავჭავაძის გამზირის №7-ში “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ოფისი გაიხსნება.

15:00 თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

15:00 საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველ შემსრულებლებს შეხვდება.
თემა: ასოციაცია მომიჯნავე უფლებების დარეგულირებას იწყებს.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7

16:00 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

16:00 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთხი N439

16:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

17:00 თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
მის.: თავისუფლების მოედანი #2

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *