“გვინდა განვმარტოთ, რომ 2014 წელს მეუფე იაკობმა, როგორც ქორეპისკოპოსმა, მართლაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შუამდომლობით ორი ავტომანქანის გადმოცემის შესახებ, ოღონდ არა თავისი მოხმარებისთვის, არამედ სვანეთის ეპარქიისათვის. ეს მანქანები 2009 და 2011 წელში ხელისუფლებამ  მეუფე ილარიონს (სვანეთის ეპისკოპოსს) გამოუყო სარგებლობის უფლებით; იგი კი ამჟამად ითხოვდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში გადმოცემას”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

საპატრიარქოს ცნობით, სახელმწიფომ ახლაც ძალაში დატოვა ორივე მანქანის ფლობა სარგებლობის უფლებით და არ დააკმაყოფილა მეუფე იაკობის შუამდგომლობა.


შეგახსენებთ, რომ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წერილის პასუხად 2015 წლის 9 მარტს ეკონომიკის სამინისტრომ მათ გაუგზავნა წერილი, სადაც მითითებულია, რომ ქორეპისკოპოს იაკობის წერილის შესაბამისად, ავტომანქანა TOYOTA LANDCRUISER გადადის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე მისი შემდგომის განკარგვის მიზნით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *