‘ჩვენ ვსაუბრობდით “ქართუ ბანკთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე. მაშინდელი წარმომადგენელი ნაციონალების მიერ აბსოლუტურად იყო მოსყიდული, რადგან არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ წესრიგისკენ წავსულიყავით.
ბოლო წლებში მე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუშაობას ძალიან კრიტიკულად ვაფასებ. ეს გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ დეპუტატი ვიყავი, როდესაც ამაზე სავალუტო ფონდის უმაღლეს წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი. სხვათა შორის, მაშინდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს დღევანდელს. 1998 წლის სექტემბერში ლარის კურსის დრამატული ვარდნა მოხდა. მაშინაც ასე იყო, მთელი ხელისუფლება და საზოგადოება დავაბოლეთ, რომ ეს იყო რუსეთის კრიზისის გავლენა. მაშინ მე [სავალუტო ფონდის] მაღალჩინოსანს ძალიან გარკვევით ავუხსენი, რომ ეს იყო ბლეფი, რომლის ქვეშ წითხელი ხაზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავლო და ქართული საზოგადოება იძულებული იყო იგივე დაეჯერებინა”, – განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ 1998 წლის ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის გულგრილობის ბრალი იყო.
დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას ჯავახიშვილი ახლაც ეროვნულ ბანკს აბრალებს. მისი თქმით, 2013 წლის ნოემბრიდან მოყლებული, როდესაც ლარის გაუფასურება დაიწყო, ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ლარის გაზრდას შეუწყო ხელი, როდესაც კომერციულ ბანკებს 350 მილიონი ლარის სესხები მისცა. ჯავახიშვილის თქმით, ეს შეცდომა იყო. პირიქით, ეროვნულ ბანკს ბაზარზე დოლარისა და ლარის მასის დაბალანსებაზე უნდა ეზრუნა.
