“პრეზიდენტმა დაასახელა კანდიდატურა, ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს. ბურთი ახლა არის პარლამენტის მოედანზე, ჩვენ ვიმსჯელებთ და დარწმუნებლი ვარ, რომ პარლამენტის წევრები მიიღებენ თავიანთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რას ფიქრობს თვითონ ქუცნაშვილი გვენეტაძის კანდიდატურაზე, ჟურნალისტის შეკითხვას ასე პასუხობს:
“ამ ქალბატონზე ბევრი ილაპარაკა პრეზიდენტმა და თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მას მიმართეთ”, – ამბობს ქუცნაშვილი.
ნინო გვენეტაძე პრეზიდენტმა 28 კანდიდატიდან შეარჩია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მსურველი ქუცნაშვილიც იყო.
