დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთი უკვე იურიდიულად ცდილობს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას, ამაზე კი ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება დუმს.

 

“დღეს, როდესაც რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საბოლოოდ, უკვე დოკუმენტალურად, იურიდიულად ანექსირების მცდელობა,  მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინაზე. საქართველოზე,  საქართველოს პრობლემაზე, საქართველის კუთხეების ანექსირებაზე პრაქტიკულად არ საუბრობს არავინ. დუმს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, დუმს საერთაშორისო თანამეგობრობა,”– განაცხადა დავით ბაქრაძემ

 

საპარლამენტი უმცირესობის ლიდერი საზოგადოებას აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებს

 

“ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ სურს ასეთ სიჩუმეში საქართველოს საბოლოოდ გამოგლიჯონ მისი ძირძველი კუთხეები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ყველა ასეთ ადამიანს გვინდა მოვოწოდოთ, მოვიდნენ და 15 ნოემბერს საკუთარი პროტესტით გაუგზავნოს სიგნალი და დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს დღეს აქვს სერიოზული საფრთხე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემა, რომ საქართველოში ხდება კონფლიქტის, ოკუპაციის და ეთნიკური წმენდის უკვე იურიდიულ დონეზე დაკანონება. ამიტომ ხვალინდელი აქციის შინაარსი გახლავთ სწორედ ეს. ეს არ არის პარტიული აქცია,”– თქვა დავით ბაქრაძემ.

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ.  პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

აქცია 15 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *