აღნიშნული კვლევა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მერიისა და საპარტნიორო ფონდის ინიციატივით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის შეფასებით, საკმაოდ მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ბაზრის კვლევა, რათა ამ სეგნეტში სახელმწიფომ დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს.
საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ნათია თურნავას შეფასებით, ფონდს კვლევა ძრითადად სასტუმროების ბიზნესის მიმართულებით აინტერესებს:
“ჩვენ აქტიურად ვართ ჩრთული სასტუმროების ბიზნესში. ვახორციელებთ “ლიკანში” რიქსოსის პროექტს. ასევე განვახორციელეთ სასტუმროების ორი პროექტი კახეთში. ვგეგმავთ ასევე წყალტუბოში ახალი კომპლესის მშებენლობას. ”
თბილისის მერის პირველი მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის შეფასებით, Colliers International”-არის სერიოზული კომპანია:
“რადგან ეს კომპანია ჩვენს ბაზარზე შემოვიდა, ეს ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდება უძრავი ქონების ხარისხიანი ექსპერტიზა. რაც წამახალისებელი ფაქტორია სხვა კომპანიებისთვის. როცა ინვესტორები ხედავენ, რომ საქართველოს ბაზარზე მუშობს ისეთი ბრენდი, როგორიც არის “Colliers International”-ი, იზრდება ნდობის ხარისხი და მისი საქმინობა ხელს შეუწყობს უძრავი ქონების სეტორშინ ინვესტორების მოზიდვას. რაც შეეხება ტენდენციებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეინიშნება უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება. ამას პირველ რიგში დავუკავშირებდი იმას, რომ უცხოელმა და ადგილობრივმა ბიზესმენებმა თავის თავზე გამოცადეს, რომ ბაზრის ეს სეგმენტი გათავისუფლდა წნეხისგან. იმის საფრთხე, რომ მესაკუთრეს ბიზნესს წაართმევენ, არ არსებობს. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორისთვის. გარკვეული გეოპოლიტიკური რისკები არის, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლების განმავლობაში სამშენბლო ბაზარი კიდევ უფრო გაიზრდება.”
კომპანია Colliers International Georgia-ს დირექტორი ირაკლი კილაურაძე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა 6 მიმართულებას მოიცავს:
“მათ შორის არის საცხოვრებელი, საოფისე და სასაწყობე ბაზრების; აგრეთვე სასტუმროების, საცალო ვაჭრობისა და გასართობი ინდუსტრიის მიმოხილვა. დაგეგმილია სახელმწიფო საკუთარებაში არსებულ მსხვილ ობიექტებზე „თიზერებისა“ და სხვადასხვა ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ საინფორმაციო-საინვესტიციო ბროშურების დამზადება, რაც სასტუმრო და გასართობი ინდუსტრიის უძრავი ქონების ბაზრის ეფექტური რეკლამირების საშუალებაა.”
კილაურაძის ინფორმაციით, კომპანია კვლევას დეკემბერში დაასრულებს და შედეგებს გაასაჯაროებს.
კომპანია “Colliers International” –ი უძრავი ქონების ოპერაციბს და კვლევებს ახორციელებს მსოფლიოს 37 ქვეყანაში. ადგილობრივ ბაზარზე კი კომპანია Colliers International Georgia –ში 22 ექსპერტია დასაქმებული, რომლებიც საქართველოს დიდ ქალაქებში უძრავი ქონების 6 სეგმენტს იკვლევს.
კვლევა ხორციელდება თბილისში, რუსთავში, ფოთში, ბათუმში, სიღნაღში და თელავში.

