გარდა ამისა, კანონი უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ამერიკის უმთავრეს ნატოს არაწევრ პარტნიორებად განსაზღვრავს და პრეზიდენტ ბარაკ ობამას უფლებას აძლევს, რომ მოდევნო 3 წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარი გამოყოს ამ ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. აშშ-ის პრიორიტეტი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შესაბამისი რუსულენოვანი მაუწყებლობის ხელშეწყობა იქნება.

მანამ, სანამ კანონპროექტი ძალაში შევა, მან გარკვეული პროცუდრები უნდა გაიაროს, მათ შორის მხარი უნდა დაუჭიროს კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ და პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოაწეროს ხელი, რის შემდეგაც მისი შესრულება სავალდებულო გახდება.
კანონი რუსეთის ზოგიერთი კომპანიისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის საუბარია გაზრპორმზეც. გარდა ამისა, სენატორების მიერ მხარდაჭერილი კანონი პრეზიდენტ ობამას უკრაინისათვის სამხედრო მხარდაჭერის გადაცემის უფლებამოსილებას ანიჭებს. სულ საუბარია 350 მილიონ აშშ დოლარის ღიებულების დახმარებაზე 2015 წლისთვის.
