შემოსავლების სამსხურის ინფორმაციით, 16 სექტემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ უკრანიდან შემოტანილ 20000 კგ გაყინულ ქათმის ბარკალს ჩაუტარდა ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურები.

 

პროცედურების შედეგად აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო ტრანსპორტირების პირობები, კერძოდ, ტემპერატურული რეჟიმი. საქონლის ფიზიკური შემოწმების დროს ასევე არადამაკმაყოფილებელი იყო ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N429 დადგენილების  თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან გაბრუნებას ექვემდებარება.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *