“მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და მაქვს სრული რესურსი, საზოგადოებას ავუხსნა, რანაირად უნდა განვითარდეს მომავალში ქვეყანა. დემოკრატია ნიშნავს, რომ არავინ არ არის დირექტორი და ძალაუფლება გადანაწილებულია შტოებს შორის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი, ასევე, გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მას ამერიკაში ვიზიტის დაგეგმვაში ეხმარებოდა საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი, ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა.
“თემური არის ჩემი მეზობელი მთაწმინდაზე, დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს მასთან და უნდა გითხრათ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს თემურს არ ეშინოდა, რომ ჩემთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ თემურისთვის არაფერი მითხოვია,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
