მისი თქმით, აზერბაიჯანის პოზიცია მარტივია – ბაქო ითხოვს სომხეთის შეირაღებული ძალების გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. მამედიაროვის განცხადებითვე, ნიუ იორკში სექტემბრის ბოლოს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება. 

 

“შეხვედრის მოსამზადებლად თვის ბოლომდე რეგიონს ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ჯეიმს უორლიკი ეწვევა,”- განაცხადა მამედიაროვმა. 

 

NATO-ს სამიტის ფარგლებში უელსში ილჰამ ალიევს, სერჟ სარგსიანსა და ჯონ კერის შორის ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელიც აშშ-ის მხარის ინიციატივით შედგა. 

 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

 

1994 წელს მხარეებმა  ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

 

ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 


ელდარ მამედიაროვი
ელდარ მამედიაროვი

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *