თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ახალი ჯგუფების გახსნის პარალელურად, ბაგა-ბაღებში 100-მდე ახალი პედაგოგი დასაქმდა; ბაღების შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ გაგრძელდება, რაც მეორე სემესტრიდან დამატებითი ჯგუფების გახსნის შესაძლებლობას გააჩენს.
მერიის ცნობით, ზაფხულის განმავლობაში 50-ზე მეტი ბაღი გარემონტდა და 72 ბაღში გათბობის სისტემა დამონტაჟდა. თბილისის მერია, ასევე, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას გეგმავს, ხოლო პირველ სამშენებლო ობიექტს საძირკველი უახლოეს მომავალში ჩაეყრება.
